მარიამ ქვრივიშვილმა „ლუფტჰანზას ჯგუფის“ გენერალურ მენეჯერთან საქართველოს საავიაციო ბაზარზე გერმანული ჯგუფის მიერ ფრენების გაზრდის საკითხი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა გერმანიის საავიაციო ჯგუფის „ლუფტანზას“ გენერალურ მენეჯერ, ბერნჰარდ ვოდლთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გერმანული ჯგუფის მიერ კიდევ უფრო მეტი რეგულარული რეისის შესრულების საკითხი განიხილეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ „ლუფჰანზას“ ჯგუფი მიმდინარე წელს გაზრდის რეგულარული რეისების განხორციელებას საქართველოს მიმართულებით.
„კერძოდ, თუკი დღემდე ჯგუფი ოპერირებდა კვირაში 7 სიხშირით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ფრენებს 18 სიხშირით შეასრულებს – რეისები განხორციელდება გერმანიის და ავსტრიის 5 ქალაქიდან (ბერლინი, ვენა, მიუნხენი, დიუსელდორფი, შტუტგარტი).
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი პირდაპირი რეისის განხორციელების ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, გაზრდილი სიხშირეები გაზრდის საქართველოს აეროპორტების გამტარუნარიანობას და მიმდინარე წელს ხელს შეუწყობს მეტი ევროპელი ტურისტის შემოსვლას საქართველოში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის სამომავლოდ გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოში ევროპელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე: არც დანაშაულის აღიარების მეშინია და არც სინანულის გამოხატვის მრცხვენია, მაგრამ ამისთვის ერთი მთავარი რამ არის საჭირო – დანაშაული, რომელსაც მაბრალებენ, უნდა მქონდეს ჩადენილი

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს: მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის