სანდრო რაქვიაშვილი – არავინ გადმოგვცემს ადეიშვილის იმიტომ, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი სასამართლოს პატივს არ სცემს და ევროპელები ხომ მით უმეტეს

არავინ არ გადმოგვცემს, მგონი, ადეიშვილის იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც კი, მოსახლეობის დიდი ნაწილი პატივს არ სცემს ჩვენს სასამართლოს და ევროპელები ხომ მით უმეტეს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემას რეპუტაცია არ გააჩნია.
„ძალიან სწორად იქცევიან [ევროპელები], იმიტომ რომ ჩვენ შევქმენით ის ამბავი, რომ ჩვენ სასამართლოს არ აქვს რეპუტაცია. ჩვენ რომ იმისი ვყოფილიყავით, ეს პრობლემა უბრალოდ არ გაჩნდებოდა. ჩვენ მიერ ბრალდებულ ადამიანს უბრალოდ ჩვენვე გადმოგცემდნენ, მაგრამ არ ვართ ის ქვეყანა, სადაც სასამართლოს რეპუტაცია გააჩნია და ეს შედეგია ამ ყველაფრის”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – საბჭოთა ბოლშევიკებისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის პირდაპირი პარალელია – არ არის გამორიცხული, შემდგომი ნაბიჯი იყოს ივანიშვილის დასანქცირება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე

დავით უსუფაშვილი – „ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა – ეს არის თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომელთაც საკვებად აქვთ თავისივე შეთხზული ზღაპრები – მგონი, კობახიძე „უცხო ძალაში“ საკუთარ თავს გულისხმობდა, სხვა ვინ ბატონობს?