Insights Machine-მა მარკეტერებისთვის AI ჩეტბოტი შექმნა

ბოლო დროს ChatGPT-სთვის ვისაც მიუმართავს, ყველა დაგვეთანხმება, რომ უკვე საკმაოდ ბევრ რაიმეს უმკლავდება შესანიშნავად. თუმცა რაღაც საკითხებში ჰალუცინაციები მაინც აქტუალურია… თან LLM-ების უმეტესობას არც მოეთხოვება ადამიანის მსგავსად მოქცევა, შესაბამისად, თუ ჰკითხავთ რაღაც აბრაზებს თუ არა, გიპასუხებთ, რომ მანქანაა და… მაგრამ რა მოხდება თუ AI-ს შეეძლება ადამიანების მიბაძვა ისე, რომ მარკეტერებს სამიზნე აუიტორიასთან კონტანტის მსგავსი გამოცდილება მისცეს?
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რა მოხდებოდა მარკეტერებს AI პიროვნებებისგან შემდგარ ფოკუს-ჯგუფებთან დალაპარაკება რომ შეეძლოთ, რათა გამოცადონ თავიანთი იდეები და შთაგონებაც მიიღონ? სწორედ ეს კითხვები დასვეს Insights Machine-ის ახალ პლატფორმაში, რომელიც საშუალებას აძლევს ბრენდებს, შექმნან საკუთარი AI პერსონები თავიანთი სამიზნე სეგმენტის დემოგრაფიულ მონაცემებზე დაფუძნებით, შემდეგ კი მათ ჩვეულებრივ ადამიანებივით გაესაუბრონ.
Insights Machine ყველასთვისაა ხელმისაწვდომი და 4 ჩაშენებულ პერსონას გვთავაზობს — Christian, Martina, Javier და Katja. მომხმარებლებს კი მათ კითხვები ზუსტად ისე შეუძლიათ, დაუსვან, როგორც ChatGPT-ს. საინტერესოა ისიც, რომ თითოეული პერსონისგან მიღებული პასუხი მათ ბიოგრაფიას ეხმაურება. აი, მაგალითად თუ კატიას, რომელიც ორი შვილის დედაა, ჰკითხავთ, რომელია მისი ყველაზე ბედნიერი მოგონება, პარიზში ოჯახური მოგზაურობის შესახებ მოგიყვებათ.
დიახ, თითოეული პერსონა იმისთვისაა შექმნილი, რომ რეალური ადამიანის როლი მოირგოს, ეს კი ზუსტად ის არის, რაც მას AI ჩეტბოტებისგან განასხვავებს. თანაც აქ სხვადასხვა „ადამიანს“ ერთი და იგივე კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ და კონკრეტულ საკითხებზე სამიზნე სეგმენტის აზრთასხვადასხვაობაც გამოავლინოთ. როგორც სახელი გვთავაზობს, მიზანი სრულყოფილი და ფაქტობრივი ინფორმაციების გაზიარება კი არ არის, არამედ ინსაითების მიწოდება მარკეტერებისთვის.
„ეს არის მანქანა, რომელიც თქვენს თავში ინსაითებს გააჩენს. იდეა Javier AI ჩეტბოტის სიღრმისეულ დონეზე გაცნობა კი არ არის, არამედ უფრო მკაფიო წარმოდგენის ქონა იმაზე, თუ რა შეიძლება, გითხრათ მამაკაცმა, რომელსაც მოგზაურობა უყვარს. რაც შეეხება ჰალუცინაციებს, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ამის პროგნოზირება არ შეგვიძლია, პროცესს დამატებით ფენას მატებს, რაც შემდგომში ფიქრისკენ გვიბიძგებს… ეს კი სწორედ ის არის, საიდანაც ინსპირაცია ჩნდება“, — განმარტავს პიჯეი პარერა, Pereira O’Dell-ის დამფუძნებელი.
თანაც მარკეტერების პასუხისმგებლობაა იმის განსაზღვრა, თუ რომელი პერსონაჟის პასუხებს ჩათვლიან გამოსადეგად და რომელს, დააიგნორებენ. როგორც გვეუბნებიან, „ხელსაწყო ინსპირაციისთვისაა, პასუხისმგებლობა კი ადამიანს ეკისრება“…