BBC-ის გავრცელებული ინფორმაციით, გლობალური დათბობის ფონზე, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ბანანის ფასი გაიზრდება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უფროსი ეკონომისტის, პასკალ ლიუს თქმით, კლიმატის ცვლილება „უდიდეს საფრთხეს“ წარმოადგენს ბანანის მარაგებისთვის, ვინაიდან მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების სწრაფ გავრცელებას, რაც მოსავლიანობას ამცირებს. გარდა ამისა, ტემპერატურის მკვეთრმა მატებამ, შესაძლოა მოსავლის გარკვეული ნაწილის განადგურება გამოიწვიოს.
საქართველოში ბანანის იმპორტი ბოლო 5 წელიწადში 1.36-ჯერ გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 34 323 760 დოლარის ღირებულების 40197.13 ტონა ბანანის (ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან გამხმარი) იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.38%-ით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში ბანანის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა ეკვადორია.
TOP 3 იმპორტიორი ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:
2019
ეკვადორი -26 212.56ტ ($19 102 240); თურქეთი-1 798.20ტ ($1 224 350 ); კოსტა-რიკა- 812.65ტ ($573 700)
2020
ეკვადორი-24 279.47ტ ($15 946 430); თურქეთი-2 277.94ტ ($1 438 660); აშშ– 219.76ტ ($148 210)
2021
ეკვადორი-26 679.64ტ ($17 590 370); თურქეთი-2 592.90ტ ($1 684 280); გერმანია- 39.95ტ ($25 700)
2022
ეკვადორი-34 844 230ტ ($27 393 240); თურქეთი-1 410.28ტ ($1 019 760); კოსტა-რიკა- 779.21ტ ($575 140)
2023
ეკვადორი-39 118.69ტ ($33 343 510); თურქეთი-584.19ტ ($549 970); აშშ- 262.68ტ ($207 930)