ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს – ინფრომაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პირველი არხის ცნობითვე, თამარ გაბუნია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
11 მარტს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე დანიშნა.
ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა.