თემურ ალასანიას განცხადება აბსურდულია – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, თემურ ალასანიას მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადება აბსურდულია.
„რა უნდა ვიომოთ, ჯერ საკუთარი თავი არ გაგვირკვევია, საერთოდ, რა ვექტორი გვაქვს და რას ვაკეთებთ. უაზრობას ვაკომენტარებ. ჯერ საკუთარი თავისთვის გვაქვს მისახედი, ვიდრე აფხაზეთის ომით დაბრუნებაზე დაიწყებს ვინმე ლაპარაკს. ეს განცხადება აბსურდია. თუ ვინმესთან ძალით წავაგეთ, ეს რუსეთი იყო და რუსეთისგან ამ ტერიტორიების ომით დაბრუნება, რუსეთი რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, უბრალოდ აბსურდი მგონია. შეიძლება, ზოგადი კონტექსტი შეიქმნას, მაგრამ აფხაზეთის ომით დაბრუნება მაინც არ წარმომიდგენია. ისინი მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ. თუ რუსებს გულისხმობთ, როგორც აგრესორს, ძალიან გადაჭარბებული მგონია, ვინმემ თქვას, რომ საქართველომ ტერიტორიები რუსეთისგან ომით უნდა დაიბრუნოს“, – განუცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მხოლოდ მშვიდობიანი გზით დაბრუნება არ უნდა განიხილებოდეს. “სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება, ეს არ მოხდება“, – აცხადებს თემურ ალასანია.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში. ეს გზები არის არაკონსტიტუციური

ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით

ევროპის პარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება – სააკაშვილისა, რომელიც ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა