ევროკავშირმა სანქციათა სიიდან ამოიღო Yandex-ის თანადამაარსებელი ვოლოჟი

ევროკავშირმა 12 მარტს მოხსნა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები რუსეთის საინტერნეტო გიგანტის, Yandex-ის, თანადამაარსებელზე, არკადი ვოლოჟზე.
შარშან, აგვისტოში, როგორც ჩანს, კრემლისგან დისტანცირების სურვილით, ვოლოჟმა ღიად დაგმო რუსეთის “ბარბაროსული” აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა, რომ 2014 წლიდან ისრაელში ცხოვრობს.
პირად ვებსაიტზე ვოლოჟი საკუთარ თავს უწოდებს “ყაზახეთში დაბადებულ, ტექნოლოგიათა ისრაელელ ენტერპრენერს”.
60 წლის ვოლოჟი გადადგა აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან მას მერე, რაც 2022 წლის ივლისში ევროკავშირმა სანქციათა სიაში შეიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის