თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის, გიორგი პაპავას განცხადებით, ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაუწევს.
“მომდევნო კვირიდან ნარაყილას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ბიუჯეტი არის 13 მილიონი ლარი. სამუშაოს შესრულების ვადა 2025 წლის შემოდგომა იქნება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ბოტანიკური ბაღიდან და ცენტრალურ შესასვლელამდე არსებული ძირითადი კედლის გადაწყობა-რეაბილიტაცია. ასევე, ტერიტორიის მოპირწყვა, მხატვრულ-დეკორატიული მინათების გაკეთება და უსაფრთხო ბილიკების ტურისტული მარშრუტების დადგენა.
სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაუწევს. პროექტი შეთანხმებულია, როგორც საპატრიარქოსთან, ასევე, კულტურის სამინისტროსთან”, – განაცხადა გიორგი პაპავამ.