„კვარაცხელია კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ…“ – რას ამბობს „ნაპოლის“ პრეზიდენტი ხვიჩაზე

რამდენიმე დღის წინ, ს აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ კვარა „ნაპოლის“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ისეთი წინადადება შემოვა, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით, “პარტენოპეის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ისაუბრა.
“შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება ჩემთან უნდა მოვიდეს და არა მასთან. ხვიჩას „ნაპოლისთან“ რამდენიმე წლიანი კონტრაქტი აქვს და მინდა ეს ხელშეკრულება გავაგრძელო. ზოგადად ვიცოდით, რომ კვარაცხელია კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მან თავი ნაპოლის წყალობითაც უკეთ წარმოაჩინა“, – აცხადებს აურელიო დე ლაურენტისი.
შეგახსენებთ, რომ კვარას კონტრაქტის გახანგრძლივება იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხია.
ამ მომენტისთვის, ქართველი ფეხბურთელის ხელშეკრულება 2027 წელს იწურება. მამუკა ჯუღელი ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას ითხოვს.
ასევე გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ ხვიჩა და „ნაპოლი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდნენ. კატალონიურმა გრანდმა 3:1 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის