პარლამენტში შალვა პაპუაშვილის კაბინეტთან დარაბები დააყენეს

პარლამენტის შენობის დერეფანში, სადაც შალვა პაპუაშვილის კაბინეტია, დარაბები დააყენეს.
აღნიშნული დერეფნის საშუალებით შესაძლებელი იყო დანახვა, თუ ვინ შედის და გამოდის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში. თუმცა როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან დარაბების დაყენება საგამოფენო სივრცის მოწყობას უკავშირდება.
„უბრალოდ, იქ უნდა გაკეთდეს სივრცე, რომელიც დაეთმობა გამოფენას ან სხვა ისეთ ღონისძიებებს, რომელზეც ჟურნალისტებიც იქნებიან საქმის კურსში და ადამიანები, ვისაც პარლამენტის, ზოგადად, აინტერესებთ. ეს დერეფანი არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება ჩუმად მოხვდე პარლამენტის თავმჯდომარესთან“, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
ფოტო: „ტვ პირველი“

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი ორბანზე – მსურს, საარჩევნო პერიოდში მას დავეხმარო – არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი მომისმენს, მაგრამ მინდა, სიგნალი გავუგზავნო ბრიუსელში ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელები დაჩაგრონ