იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტი $803.2 მლნ-მდე, იმპორტი კი $2 138.2 მლნ-მდე შემცირდა

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით ნაკლებია.
„საქსტატის“ მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 803.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 12.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 138.2 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 2.0 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-თებერვალში 1 335.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.4 პროცენტია.