2008 წლის ომზე გამოძიება აუცილებლად დასაწყებია – ნინო ფოჩხუა

ნინო ფოჩხუა „ხალხის ძალის“ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, არჩევნებს აღარ დაელოდებიან და 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების დაწყებას არჩევნებამდე მოითხოვენ.
„იქნებ ვინმემ თქვას, ეს გადაწყვეტილებაც კრემლის დავალებააო? განცხადებაში მოყვანილია თავად სააკაშვილის, მისი მონების და მათი უცხოელი პარტნიორების გამონათქვამები 2008 წლის ომზე. ასე რომ გამოძიება აუცილებლად დასაწყებია, ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს თავისი უახლესი ისტორია და მომავალში აღარ გამოჩნდნენ ზურაბიშვილის, კვესიტაძის, ჟიჟილაშვილის, გუბაზის და ა.შ. ადამიანები, ვინც დააპირებენ სააკაშვილის სისხლიანი, მტრული რეჟიმის “გაპრავებას.”-წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა