„საქართველოს განვითარების ფონდი“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბესიკ ბუგიანიშვილი და ფონდის მენეჯმენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა.
მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება.
აღნიშნულ ფორმატში ბესიკ ბუგიანიშვილმა სავალუტო ფონდის მისიას „საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გააცნო. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა „საქართველოს განვითარების ფონდში“ რეფორმის შედეგად განხორციელებულ ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე, საინვესტიციო პრიორიტეტებსა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და, ამ კუთხით, მისიას მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„საქართველოს განვითარების ფონდსა“ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა“, – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე დმიტრი მარიასინი