ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ექვსი სატვირთო მანქანა შევიდა

6 სატვირთო მანქანა, რომელიც გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამისგან გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთით იყო დატვირთული, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ახალი მარშრუტით შევიდა, – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალები იუწყება.
მათი განმარტებით, სატვირთო მანქანების შესვლა განხორციელდა საპილოტე პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია, რომ ჰუმანიტარული დახმარება „ჰამასის“ ხელში არ მოხვდეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა სატვირთო მანქანების უსაფრთხოების შემოწმება პირველ რიგში კერემ შალომის საგუშაგოზე ჩაატარეს.