დე ლაურენტისი: “კვარაზე” წინადადებით მე უნდა მომმართონ და არა აგენტს

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა “ბარსელონასთან” მატჩის წინ Mediaset-თან ს შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, კომენტარი ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის ნათქვამზე გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ ხვიჩა “ნაპოლის” იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მასში ისეთ თანხას შესთავაზებენ, რომელზეც კლუბის ხელმძღვანელები უარს ვერ იტყვიან.
“წინადადებით აუცილებლად მე უნდა მომმართონ და არა აგენტს. “კვარა” ჩვენთან მრავალწლიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული და მინდა გავუგრძელო. ჯენტლმენური შეთანხმება შედგა, რომ ამაზე სეზონის ბოლოს დავილაპარაკებდით და მე წინააღმდეგი არ წავედი. თუ დაიძაბა, მით უარესი მისთვის და ჩვენთვისაც. ამიტომ ყოველთვის კარგად შეთანხმებაა უკეთესი.
ვიცოდით, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა “ნაპოლის” წყალობით თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და აღიარება მოიპოვა”.