ვილნიუსში თავს დაესხნენ ნავალნის ახლო თანამოაზრეს

კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს ახლო თანამოაზრეს, პოლიტიკოსს და დისიდენტს, ლეონიდ ვოლკოვს 12 მარტს ლიეტუვის დედაქალაქში, ვილნიუსში, თავს დაესხნენ.
თავდამსხმელებმა ვოლკოვის სახლთან მისი ავტომობილის ფანჯარა ჩაამსხვრიეს, თვალებში ცრემლმდენი აირი შეასხეს და შემდეგ ჩაქუჩი ჩაარტყეს, ინფორმაცია X-ის საშუალებით გაავრცელა კირა იარმიშმა, რომელიც ნავალნის პრესმდივნის როლს ასრულებდა.
X-ზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ვოლკოვს თავზე აქვს დაზიანება.
ალექსეი ნავალნი გასულ თვეში 47 წლის ასაკში გარდაიცვალა კოლონიაში, სადაც 19-წლიან სასჯელს იხდიდა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ