მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყნისთვის თავი აქვს გადადებული და გამარჯვების შემდეგ სამართლიანობას აღადგენს
“სამართლიანობის აღდგენა, პირველ რიგში ნიშნავს სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებას, როცა პროკურატურა არის დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული სამსახური არის სრულად დამოუკიდებელი, პარლამენტი არის მრავალპარტიული და კოალიციური და როცა სასამართლო არის სამართლიანად დამოუკიდებელი და დაკომპლექტებული გამჭვირვალე, მაღალი ნდობის მოსამართლეებით
არაკანონიერი შემოსავლები გამოძიებული უნდა იქნას ანტიკორუფციული სამსახურის მიერ, თუ ის არაკანონიერად არის შეძენილი, რა თქმა უნდა, უნდა დაბრუნდეს კანონიერად, მოხდეს საქმის გარჩევა დამოუკიდებელ სასამართლოში და ა.შ
თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მოდით, წარსული დავივიწყოთ და ამ უსამართლოდ მოპარულ თანხაზე მომავალი ავაშენოთ, სულ ამ ჩაკეტილ წრეში ვიქნებით”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ 12 მარტს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას.
მისივე თქმით, მას და მის გუნდს თავი აქვთ გადადებული საქართველოსთვის და ეს ქვეყანა გდარაუვალი გამარჯვებისთვის არის “განწირული”. –