აშშ-მა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა

აშშ ს 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ -ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე გამოაცხადა.
“დღეს პრეზიდენტ ბაიდენის სახელით უსაფრთხოების სასწრაფო დახმარების პაკეტის შესახებ ვაცხადებ, 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღითა და აღჭურვილობით, რათა დაკმაყოფილდეს უკრაინის ზოგიერთი, ყველაზე კრიტიკული საჭიროება”, – განაცხადა სალივანმა.
მან განმარტა, რომ აღნიშნული პაკეტისთვის სახსრები “გაუთვალისწინებელი ეკონომიის” გამო გაჩნდა, პენტაგონის მიერ უკვე გაფორმებულ კონტრაქტებში სთვის გადაცემული იარაღის ჩასანაცვლებლად, ამიტომ აღნიშნული პაკეტის გადაცემა ამერიკის უსაფრთხოებაზე არ აისახება.
“ეს პაკეტი, რომელსაც ვაცხადებთ, მოიცავს დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვს, HIMARS სისტემებისთვის GMLRS რაკეტებს. ეს დახმარებაა, რომელიც ძალიან სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ თავს იცავდეს რუსული თავდასხმებისგან”, – განაცხადა სალივანმა.
ცნობისთვის, ეს უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების პირველი პაკეტია 2023 წლის დეკემბრიდან, იმის ფონზე, რომ კიევისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფაზე (დაახლოებით 60 მილიარდი აშშ დოლარი) კენჭისყრის გამართვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ იბლოკება.

ასევე დაგაინტერესებთ