,,ნიკა მელია არის გარიცხულიც და გარიყულიც“ – ხაბეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ამბობს, რომ ყოფილ თავმჯდომარეს, ს 23 ნოემბრამდე აქვს დრო, მიიღოს გადაწყვეტილება. ამ დღეს პარტიამ უნდა გაასაჯაროოს ს ინიციატივით შექმნილი მანიფესტი. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ვინც მას ხელს არ მოაწერს და ვისაც “ნაციონალურ მოძრაობაში” ერთობა არ აინტერესებს, საკადრის პასუხს მიიღებენ.
“კონკრეტული ადამიანი, ვინც პრობლემას ქმნის, იმედია 23 ნოემბრამდე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. არსებობს კონკრეტული მანიფესტი, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი გაავრცელებს და კონკრეტული ადამიანები დარწმუნებული ვარ, რომ ამას ხელს მოაწერენ, ვინც არ მოაწერს ხელს და ვისაც არ აინტერესებს „ნაციონალური მოძრაობაში“ ერთობა, ვისაც არ აინტერესებს ს წინააღმდეგ ბრძოლა, აქვს სხვა მიზნები და სხვა ამოცანები ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს, დანარჩენი „ნაციონალური მოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად“, „გამარჯვების კოალიცია“ იბრძოლებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”, – თქვა ხაბეიშვილმა.
მისი განცხადებით, ნიკა მელია პარტიაში მისივე გადაწყვეტილებითაა გარიცხულიც და გარიყულიც. ხაბეიშვილი ამბობს, რომ თუ ის სტატუსთან დაკავშირებით ენმ-ს მიმართავს, ადეკვატურ პასუხს მიიღებს.
“კონკრეტულ ერთ ადამიანზე, ვისაც ამ თვეების განმავლობაში, ყბადაღებული თემა გახდა მისი ჭირ-ვარამი და მისი წუწუნი და ვერ შეგუებლობა და ნაცვლად ხალხის პრობლემებზე საუბრისა, მხოლოდ მის პრობლემებს მოთქვამს, ეს კონკრეტული ადამიანი ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს მანიფესტს ხელს, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად გაასაჯაროებს, ან მოგვიწევს ჩვენც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ნიკა მელია პარტიაში, ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით არის გარიცხულიც და გარიყულიც. რაც შეეხება იურიდიულ პროცედურას, თუ მელია მოგვმართავს მის სტატუსთან დაკავშირებით, აუცილებლად ადეკვატურ პასუხს მიიღებს ,,მთავარი არხი”

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი