პროკრედიტ ბანკი, ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ევროკავშირთან და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ქალი მეწარმეების მხარდაჭერას აძლიერებს

პროკრედიტ ბანკი, ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ევროკავშირთან და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ქალი მეწარმეების მხარდაჭერას აძლიერებს
პროკრედიტ ბანკი, ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ევროკავშირთან და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ქალი მეწარმეების მხარდაჭერას აძლიერებს.
EBRD-ის მიერ გამოყოფილი 8 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსის ფარგლებში, ბანკი ქალი მეწარმეების ზრდისა და განვითარების ახალ შესაძლებლობას ქმნის. ეს საშუალებას მისცემს ქალ მეწარმეებს მიიღონ დაფინანსება ბიზნესის განვითარებისათვის და აიმაღლონ ცოდნა პროფესიონალური კონსულტაციებისა და ტრენინგების მეშვეობით.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა პროკრედიტ ბანკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკი არა ერთ პროექტს ახორციელებს. ახალი საკრედიტო შესაძლებლობით ბანკი მეტად წაახალისებს ქალის როლის გაძლიერებას ეკონომიკაში.
უკვე მრავალი წელია, პროკრედიტ ბანკის და EBRD-ის წარმატებული თანამშრომლობა მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების განსაკუთრებულ უპირატესობებს უქმნის. პროკრედიტ ბანკისთვის, როგორც მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტისთვის, ღირებულია ეს თანამშრომლობა და ის ინოვაციური გადაწყვეტები, რაც პარტნიორობის ფარგლებში იქმნება.

ასევე დაგაინტერესებთ