3 ქვეყანა, რომლის მაღალჩინოსნებსაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ლიეტუვის, ლატვიისა და ს 347 მოქალაქეს. შესაბამისი განცხადება თანდართული სიით, ს დიპლომატიური დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთში ვიზიტის აკრძალვის მიზეზი ქვეყნის მიმართ „მტრული დამოკიდებულებაა“ .
სიაში მოხვდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების მინისტრები, პარლამენტის წევრები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.
სიის სათავეში ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, ვაირა ვიკე-ფრაიბერგაა. მას მოჰყვება კიდევ ორი ათეული ადამიანი, რომლებიც “რუსეთის მიმართ ყველაზე მტრულად არიან განწყობილი” და მათ შორის არიან ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის პრემიერ- მინისტრი კაია კალასი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი “აქტიურად ლობირებენ სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, ერევიან რუსეთის საშინაო საქმეებში და დევნიან რუსულენოვან მოსახლეობას”.
“ისტორიის გადაწერა, ნაციზმის განდიდება და ბალტიისტების მიერ გატარებული კრიმინალური ხაზი ს რეჟიმის იარაღით მომარაგების მიზნით, მოითხოვს საპასუხო ზომებს ამ სისასტიკეებში მონაწილეთა მიმართ”- აცხადებს ლავროვის სამინისტრო.
ცნობისთვის, რუსეთის -ს ესტონეთის პრემიერმინისტრ კაიალ კალასზე ძებნაც აქვს გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!