რუსეთმა ესტონეთის შს მინისტრზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ს შინაგან საქმეთა მინისტრზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში განთავებული ძებნილის ბარათის მიხედვით, ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ლაური ლაენემეცი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით იძებნება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს იმას, თუ რომელი მუხლის მიხედვით გამოცხადდა ძებნა.
ასევე, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რუსეთმა ძებნა 50-ზე მეტ ჩეხ, პოლონელ, ესტონელ, ლიეტუველ და ლატვიელ პოლიტიკოსსა და მაღალჩინოსანზე გამოაცხადა.
შეგახსენებთ, თებერვალში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ