საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველების მიერ, ეს არის პრინციპი, რომელიც არ გადაიხედება – მამუკა მდინარაძე “ვეტინგზე”

საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველების მიერ, ეს არის პრინციპი, რომელიც არ გადაიხედება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ვეტინგზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის ქვეყნები, სადაც ვეტინგი დანერგეს, სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე ათეული ქულით უკან არიან.
მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული ამოცანაა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყოველთვის საქართველოს მოქალაქემ მიიღოს.
„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ეს პრინციპი დანერგეს, ის ქვეყნები სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე ათეული ქულით უკან არიან, ბუნებრივია იმ ქვეყნებისთვის მიბაძვას არ ვაპირებთ, რომლებმაც უკან დაიხიეს ასეთი რეფორმების კეთებით. შესაბამისად, თუკი ამას ემატება ის ეროვნული ამოცანა, რომ არასდროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით არ მიიღონ და მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის საქართველოს მოქალაქემ, მაშინ გასაგებია, რატომ არ ვეთანხმებით ვეტინგს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
Previous: უცხოური ფული ძირითადად ხმარდება ფსევდო ლიბერალიზმის გავრცელებას საქართველოში. ამიტომ, თუკი ამ მიმართულებით დაფინანსებას შეამცირებენ, ნამდვილად გაგვიხარდება
Next: დასავლეთი ჩიხშია, უკრაინის ომი ნამდვილ კოშმარად ექცათ – ორი წლის წინ მსოფლიოს ნომერ პირველი ტოპ თემა, რომელზედაც ლამის საქართველოც წამოაგეს, დღეს მისაჩქმალი ხდება

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე