საქართველოსთვის დახმარება 8 მლნ დოლარით მცირდება

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის 80 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.
„ქვეყანას ეს დაეხმარება დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე, ევროატლანტიკურ წინსვლაში და ხელს შეუწყობს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას მავნე გავლენების წინააღმდეგ,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
შემოთავაზებული პროექტის თანახმად, ეს ფულადი დახმარება დაეხმარება ინსტიტუციურ შემოწმებებს და დააბალანსებს კანონის უზენაესობას, ასევე, ხელს შეუწყობს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, წინ წაიწიონ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხრივ, გააძლიერებს დამოუკიდებელ, დაბალანსებულ, სანდო მედიაზე წვდომას, ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს.
ცნობისთვის, 2024 წლისთვის საქართველოსთვის $88 მილიონი იყო გამოყოფილი. თუ 2025 წლის პროექტი დამტკიცდება, საქართველოსთვის დახმარება $8 მილიონით შემცირდება.