„პორშე ცენტრი თბილისმა“ ახალი Porsche Panamera გუდაურში, 2750 მეტრის სიმაღლეზე წარადგინა

გუდაურში, 2750 მეტრის სიმაღლეზე, ექსტრემალურ პირობებში, „პორშე ცენტრი თბილისმა“ ახალი, მესამე თაობის, Porsche Panamera მორიგი Road Tour-ის ფარგლებში წარადგინა.
თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვცდილობთ, „პორშეს“ მოდელების წარდგენა გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი Porsche Panamera-ს წარდგენა განსხვავებულ ლოკაციაზე მოგვეწყო. სპეციალურად ღონისძიებისთვის დავამზადეთ ავტომობილის გადასაადგილებელი კონსტრუქცია, ასევე, რთულ კლიმატურ პირობებში დამატებით სირთულეებთან იყო დაკავშირებული საპრეზენტაციო ადგილის მოწყობა, რადგან ეს ყველაფერი ხდებოდა გუდაურში, 2750 მეტრის სიმაღლეზე, Khada Hut Gudauri-ს ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შესაძლებელი იყო მხოლოდ თოვლმავალი ტრანსპორტით. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ „პანამერას“ წარდგენას ძალიან დიდი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენი სტუმრებისგან.
რაც შეეხება ახალ „პანამერას“, „პორშემ“ ახალი შესაძლებლობებით კიდევ უფრო დახვეწილი მოდელი შექმნა. განახლებული მოდელით, „პორშემ“ მისივე წარმოებული პრემიუმ კლასის ავტომობილები გაცილებით მაღალ საფეხურზე აიყვანა და ახალი „პანამერა“ კიდევ უფრო სპორტული და კომფორტული გახადა“.
ღონისძიების პარტნიორები იყვნენ – სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიალური ბრენდი „პრიმო“ და კომპანია „სარაჯიშვილი“.
ახალი მოდელის, Porsche Panamera-ს, შეძენა უკვე „პორშე ცენტრი თბილისშია“ შესაძლებელი. მანამდე კი ავტომობილის მონაცემებს გაგაცნობთ.

ასევე დაგაინტერესებთ