ადამიანებს აცვიათ მაისური მიხეილ სააკაშვილის წარწერით და ატყუებენ ხალხს, რომ სააკაშვილის გუნდია – გიული ალასანია (ვიდეო)

ადამიანებს აცვიათ მაისური მიხეილ სააკაშვილის წარწერით და ატყუებენ ხალხს, რომ სააკაშვილის გუნდია – გიული ალასანია (ვიდეო)
“ადამიანებს აცვიათ მაისური მიხეილ სააკაშვილის წარწერით, დადიან და პრაქტიკულად ატყუებენ ხალხს და ეუბნებიან, რომ არიან მიშა სააკაშვილის გუნდი, ისინი არ არიან მიშას გვერდით, მიშას გვერდით არის 5-იანი”- განაცხადა გიული ალასანიამ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.
კითხვაზე – იყენებს თუ არა ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს ცუდად, გიული ალასანიამ უპასუხა:
“არ ვიცი, ვინც იყენებს, იმ ადამიანების საყურადღებოდ ვამბობ, რომ გაითვალისწინონ, 5-იანი იქნება მისი {მიხეილ სააკაშვილის} არჩევანი, არაფერი არ შეცვლილა, ეს ყველამ კარგად იცოდეს”- განაცხადა გიული ალასანიამ.
Previous: ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში ღირებულებათა გადაფასების პროცესი მიმდინარეობს, რაც საბოლოო ჯამში, ადამიანებში იწვევს ფართოდ რეკლამირებული ევროპული ღირებულებების ნიველირებას

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი