ოლაფ შოლცმა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის Taurus-ისა და Storm Shadow-ის რაკეტების გაცვლის იდეა უარყო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის Taurus-ისა და Storm Shadow-ის რაკეტების გაცვლის იდეა უარყო.
„მე ჩემი აზრი ცალსახად დავაფიქსირე. ჩემი, როგორც კანცლერის, როგორც მთავრობის მეთაურის ამოცანაა, რომ ზუსტი ვიყო და რაიმე სახის ცრუ მოლოდინები არ შევქმნა. ჩემი პასუხები საკმაოდ ნათელია“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
შოლცმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სთვის იარაღის სისტემის გადაცემა ში გერმანელი ჯარისკაცების ყოფნას მოითხოვს და შიშობს, რომ ეს გერმანიის ომში ჩათრევას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა გერმანულ მხარეს შესთავაზა, რომ ბერლინმა დიდ ბრიტანეთს Taurus-ის რაკეტები მიაწოდოს, სანაცვლოდ კი, ლონდონი უკრაინას Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”