თანამედროვე ტექნოლოგიაში სამგანზომილებიანი პრინტერები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მათი მეშვეობით სხვადასხვა ნივთის, საკვების, ბიოლოგიური ქსოვილებისა და სახლების “დაბეჭდვაც” კია შესაძლებელი. ოდესმე დაფიქრებულხართ, მაინც რას მოიაზრებს ეს პროცესი, ანუ როგორ იქცევა იდეა რეალურ პროდუქტად?
ამის შესახებ პროექტის “STEM მარტივად” ფარგლებში მომზადებულ ახალ ვიდეოში გურანდა გოგალაძე, პროგრამირების, ელექტროინჟინერიისა და რობოტიკის მასწავლებელი, გვესაუბრება. ის სამგანზომილებიანი პრინტერების შესახებ მოგვიყვება და ბეჭდვის პროცესსაც ახლოდან გვიჩვენებს.