რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელი მომღერალი, ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული სუსანა ჯამალადინოვა, იგივე ჯამალა, ძებნაში გამოაცხადა.
მომღერალს ბრალად რუსული არმიის შესახებ ფეიკების გავრცელება ედება ბრალად. როგორც გამოცემა Zona წერს ჯამალა ძებნაში ოქტომბერში გამოაცხადეს, ხოლო ნოემბერში დაუსწრებლად დააპატიმრეს. ინფორმაცია მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა.
2016 წელს ჯამალა საერთაშორისო კონკურს ევროვიზიის გამარჯვებული გახდა. მომღერალმა სიმღერა სახელად 1944 შეასრულა, რომლის ტექსტი სტალინის მმართველობის პერიოდში ყირიმელი თათრების გადასახლებას აღწერს.
2014 წლიდან, მომღერალი რუსეთს ღიად აკრიტიკებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით 2022 წელს ჯამალას რუსეთში შესვლა 50 წლით აეკრძალა.