თეონა აქუბარდია – 2015 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით აღარ იძებნება, რა გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ცირკულარში დაბრუნებულიყო? – ეს საკითხი ანტიდასავლური პროპაგანდის იარაღად არის გამოყენებული

მაინტერესებს, 2015 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით აღარ იძებნება, რა გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ცირკულარში დაბრუნებულიყო? – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მიზნით, გერმანიისა და ბელგიის მიმართ საქართველოს პროკურატურის მიმართვას გამოეხმაურა.
აქუბარდიას განცხადებით, ხელისუფლება თავს ესხმის ევროკავშირს და ცდილობს, გერმანია და ევროკავშირი მტრად წარმოაჩინოს.
„რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც უნგრეთმა 2013 წელს თავშესაფარი მისცა ზურაბ ადეიშვილს? რატომ არ დაიბარეს უნგრეთის ელჩი? მაინტერესებს, როდესაც თავდასხმები ხდება გერმანიასა და ევროკავშირზე, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ ისეთი სასამართლოს არსებობას, როგორიც არის ევროკავშირის მხრიდან მოწოდებული და რაც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. ამ ყველაფრის გარეშე, თავდასხმები არის კიდევ ერთი მცდელობა, წარმოაჩინონ არა , რომელიც რეალური მტერია, არამედ ევროკავშირი და დასავლეთი. ეს კიდევ ერთი ანტიდასავლური პროპაგანდის იარაღად არის სამწუხაროდ გამოყენებული და არა ის, რომ „ქართული ოცნება“ სამართლიანად ითხოვს ზურაბ ადეიშვილის გადმოცემას”, – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი