123-ე ჩოგანმა ლუკა ნარდიმ დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი

მსოფლიოს 123-ე ჩოგანმა, 20 წლის იტალიელმა ლუკა ნარდიმ ინდიან უელსში მიმდინარე ტურნირზე დაამარცხა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი. ნარდიმ მსოფლიოს პირველ ჩოგანს მოუგო ანგარიშით – 6-4, 3-6, 6-3.
ამ გამარჯვებით ლუკა ნარდი გახდა ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელი, რომელმაც მასტერსის ან დიდი სლემის ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხება შეძლო.
„არ ვიცი როგორ შევძელი [მომეთოკა ნერვები], ვფიქრობ, ეს სასაწაულია. 20 წლის ბიჭი ვარ, მეასე ჩოგანი მსოფლიოში, რომელმაც დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი – საოცრებაა”, – თქვა ლუკა ნარდიმ მატჩის შემდეგ.
ლუკა ნარდი „იღბლიანი დამარცხებულის” (Lucky Loser) სტატუსით მოხვდა მთავარ ბადეში. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო წრეში იგი დავიდ გოფენთან დამარცხდა, თუმცა გაუმართლა, რადგან ტრავმის გამო ტურნირიდან მოეხსნა არგენტინელი ტომას მარტინ ეჩევერი, რის შემდეგაც, ლუკა ნარდი მაინც მოხვდა მთავარ ბადეში.
კალიფორნიაში მიმდინარე ინდიან უელსის ტურნირი მასტერსის კატეგორიის ტურნირია და რეიტინგით დიდი სლემის ტურნირების შემდეგ ყველაზე მაღლა დგას.
თამაშის საუკეთესო გათამაშებები:

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა