საპარლამენტო სიასა და მისი ფორმირების წესზე მიხეილ სააკაშვილს ძალიან საინტერესო, ნოვატორული, ახალი იდეები აქვს. ის ამ ნოვატორულ იდეას აუცილებლად დანერგავს. გარწმუნებთ, შემდეგი ჩვენი საპარლამენტო სია არნახულად გამჭვირვალედ და ფართო ჩართულობით დაიწერება. ძალიან მალე, ამ ინიციატივას ერთად ვიხილავთ […] ფართო ჩართულობით, ღიად, გამჭვირვალედ – საქართველოს მოქალაქე შეარჩევს, თუ ვინ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიაში. არ მინდა, მოვლენებს წინ გავასწრო. ამ დღეებში, მიხეილ სააკაშვილი სიის შედგენის ახალ წესზე თავად იტყვის.