“ვისაც გახლეჩილი, დაპირისპირებული საქართველო ურჩევნია, მავნებელია” – ოპოზიციის ნაწილი თემურ ალასანიას განცხადებას ემიჯნება, „ნაცმოძრაობა” კი მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს

“დემოკრატიასაც აქვს ცუდი თვისებები, ერთ-ერთი ცუდი თვისებაა, როცა ვამბობთ, რომ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მშვიდობიანი გზით”, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ, შტატებში ემიგრანტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
თემას პოლიტიკური შეფასებები მოყვა – თემურ ალასანიას განცხადების სანდოობაში ეჭვი შეაქვს “ნაციონალურ მოძრაობას”.
„არ ვიცი, რამდენად სანდოა ეს განცხადება. მე ერთი რამ ვიცი – დემოკრატიაზე უკეთესი რამ კაცობრიობას არ მოუგონია. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ჩვენ ეს ხალხი და ტერიტორიები – ოკუპირებული რუსეთის მიერ, უნდა დავიბრუნოთ მშვიდობიანი გზით და ეს იქნება ძალიან მალე,“ – აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამ განცხადებას მავნებლურს უწოდებს.
„ეს არის მავნებლობა და აღარ გავაგრძელოთ. არ მაინტერესებს, რას ამბობს [ალასანია]. მავნებლობაა, ვისაც გახლეჩილი, დაპირისპირებული საქართველო ურჩევნია, ის არის მავნებელი, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს მტრობს, ასეთი განცხადებებით, მათ შორის,“ – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი