აშშ-ში ახალი ჰიპერბგერითი თვითმფრინავი Talon-A გამოცადეს

Stratolaunch LLC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰიპერბგერითი თვითმფრინავი Talon-A (TA-1) გამოცადა და ფრენა წარმატებით განხორციელდა.
„კომპანია Stratolaunch მოხარულია გამოაცხადოს, რომ Talon-A საცდელი თვითმფრინავის TA-1 პირველი კონტროლირებადი ფრენა წარმატებით დასრულდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, განცხადებაში მითითებულია, რომ მოწყობილობა გამოცდილია ჰაერიდან უსაფრთხო დაშვებისთვის, ძრავის აალებაზე, აჩქარებაზე, ასვლაზე და წყალზე კონტროლირებად დაშვებაზე.