მაია კოპალეიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი აღარ აქვს

მაია კოპალეიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი აღარ აქვს. ამის შესახებ მან 11 მარტს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
“სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი აღარ მაქვს. მე ვიყავი მისი წარმომადგენელი როგორც იურისტი. ვიცავდი მის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით. იქ დასრულდა ჩემი და ქალბატონი სალომეს სამართლებრივ საკითხებზე ურთიერთობა.
რაც შეეხება პოლიტიკურ თემას, ქალბატონი სალომე არის საქართველოს პრეზიდენტი, ასრულებს თავის უფლებამოსილებას.
თუკი მას რაიმე პოლიტიკური მიზნები აქვს, არ მოერიდება, რომ თქვას და ალბათ, ადრესატი იმისა, თუ რას აპირებს სალომე, ეს ისევ სალომეა. რაც შეეხება ჩემთან მიმართებით რატომ ხდება ამ თემის დაკავშირება, ძალიან მეღიმება. შეუძლებელია, როგორც იურისტმა, ამ თემას სერიოზულად შევხედო. სამართლებრივ ნაწილში ჩვენ ერთმანეთს აზრებს ვუცვლიდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ საკითხებზე აზრები გვაქვს გაცვლილი. როდესაც ქალბატონ სალომეს ვხვდებოდი, საუბარი გვქონდა მხოლოდ იმპიჩმენტის საკითხზე”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
შეგახსენებთ, მაია კოპალეიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის დროს მის უფლებებს იცავდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ის ს ახალი გუნდის წევრი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ე.წ. ძალიან დემოკრატიულ მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა „პობედას“ ბლოკის რეგისტრაციაზე

ირაკლი კობახიძემ აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები დაასახელა: ქობულეთში ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურში ზაზა დიასამიძე, შუახევში ომარ ტაკიძე, ქედაში მამუკა თურმანიძე, ხულოში ვახტანგ ბერიძე, ბათუმში – გიორგი ცინცაძე