” არავითარი “მაგრამ” – “კვარამ” მეოთხედფინალში უნდა გადაგვათრიოს” – იტალიური მედია

მთელი საფეხბურთო და არასაფეხბურთო ნეაპოლი “ბარსელონასთან” მომავალი მატჩის და საყვარელი გუნდის მეოთხედფინალში გასვლის მოლოდინშია.
Areanapoli წერს, რომ ვარჯიშზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონცენტირებული იყო, ცუდი დღეები უკან მოიტოვა და უნდა “ნაპოლი” გათამაშების შემდეგ ეტაპზე გადაათრიოს:
“უკანასკნელ ხანს ქართველმა თავისი შემოქმედითობა და ფორმა დაიბრუნა, გოლების გატანა დაიწყო, სურს ამით ისარგებლოს და პოზიტიურ განზყობაზე მყოფმა სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში თავი წარმოაჩინოს.
სახლში შეხვედრის ფრედ დასრულების შემდეგ, ესპანეთში გამარჯვებას ველით: ყოველგვარი “თუს” და “მაგრამის” გარეშე. “კვარამ” ეს იცის და კასტელ ვოლტურნოზე ყველაზე მონდომებულებს შორის
იყო. კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო იცინოდა, რაც გუნდში კარგ სიტუაციაზე მეტყველებს, რომლის შექმნა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ შეძლო”.
კომენტარი საფეხბურთო მიმომხილველმა პაოლო სპეკიამ და Il Mattino-ს რედაქტორმა ფრანჩესკო დე კორემ გააკეთეს.
პაოლო სპეკია: “ბარსელონას”, ისევე როგორც “ნაპოლის”, სირთულეები გააჩნია, თუმცა ძალიან მაღალი კლასის გუნდად რჩება. ხანდახან “გამოირთვება” და ამით “ნაპოლიმ” უნდა ისარგებლოს.
ვიცით, ვისი დამსახურებაა “კვარას” აღორძინება. კალცონამ კარგად იმუშავა ბიჭთან. პირველ რიგში გაათამამა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუუმჯობესა. “ტორინოსთან” ხვიჩა არაორდინლურად მოქმედებდა, ასეთი ხალისიანი და ბრძოლისუნარიანი არ მინახავს. არაჩვეულებრივი და მომხიბლავი გახლდათ და იმედი გვაქვს, რომ ბარსელონაშიც ასეთივე იქნება. იმედია, ქართველთან ერთად თავის საქმეს ოსიმენიც შეასრულებს”.
ფრანჩესკო დე კორე: “ხვალ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. “ბარსელონა” დაუმარცხებელი არაა და გამარჯვების მოპოვება საუკეთესო “ნაპოლის” ძალუძს. გუნდმა ფორმა აღიდგინა, მოგებისთვის იმაზე 20-30%-ით უკეთ თამაშია საჭირო, ვიდრე “იუვენტუსთან” და “ტორინოსთან”. კვარაცხელია როგორც იქნა, ზედმეტი სქემებისგან და ტაქტიკისგან გათავისუფლებული თავს ლაღად გრძნობს.
ოსიმენი დაბრუნდა და ბევრი გოლი გაიტანა, მაგრამ იმაზე ნაკლები, რამდენსაც მისგან ველოდით. ხვალე გამოჩნდება, ეს ბიჭი “ნაპოლის” რამდენად ერთგულია”.
calcionapoli24 იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდთან ერთად კატალონიაში გაფრინდა და სურათსაც აქვეყნებს.