აშშ-ის ორ ქალაქში ქართული ღვინის რიგით მეექვსე ფორუმი გაიმართა

ტეხასის შტატის ქალაქებში, ოსტინსა და ჰიუსტონში, ქართული ღვინის რიგით მეექვსე ფორუმი გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ფორუმის ორდღიანი პროგრამა მოიცავდა კონფერენციას, რომელიც ქალაქ ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტში, ხოლო ქალაქ ჰიუსტონში – რაისის უნივერსიტეტში გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში, განიხილეს ქართული ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები და ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი