რუსეთი აცხადებს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით სამხრეთ კორეის მოქალაქე დააკავეს

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სამხრეთ კორეის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
TASS-ის ცნობით, რუსულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა სამხრეთ კორეელი მამაკაცი, პარკ ვონ-სუნი, ქალაქ ვლადივოსტოკში იანვრის დასაწყისში დააკავეს და თებერვლის ბოლოს საგამოძიებო მოქმედებებისთვის მოსკოვში გადაიყვანეს.
დღეს, მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ სამხრეთ კორეელ მამაკაცს პატიმრობა სამი თვით, 15 ივნისამდე გაუხანგრძლივა.
TASS-ის ინფორმაციით, პარკ ვონ-სუნი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას უცხოურ დაზვერვის სამსახურებს გადასცემდა.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ს მიერ კორეელი მამაკაცის დაკავების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.