იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.2%-ით გაიზარდა – საქსტატი

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 785.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2 პროცენტით მეტია. – მონაცემების შესახებ წინასწარ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 5 102.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 12.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი 12 683.1 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 17.8 პროცენტი შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვაროქტომბერში, 7 580.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6 პროცენტია.
“2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 462.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 2 040.2 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 1 665.6 მლნ. აშშ დოლარით”, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი