თემურ ალასანია ადამიანებს ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტისკენ მოუწოდებს, რაც მიუღებელი და გამაოგნებელია – ეკა სეფაშვილი

“ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა: “სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ “ფუი, ეშმაკს” და დაგვიბრუნდება? ეს არ მოხდება.”
სეფაშვილის შეფასებით, თემურ ალასანიას განცხადება მიუღებელია.
“თემურ ალასანიას განცხადება იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება არა მარტო მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი, გამაოგნებელია. პირდაპირ საუბრობს ომზე და ადამიანებს ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტისკენ მოუწოდებს. ეს გამაოგნებელია, არ ვიცი, ამას რა სახელი დავარქვა. აბსოლუტურად მიუღებელია და, ვფიქრობ, ეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მომხრეების რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. დარწმუნებული ვარ, მათ მომხრეებს შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ საქართველოს გაერთიანება, უბრალოდ, სხვა გზას ხედავენ ამაში და ომი მათთვისაც ზუსტად ისევე მიუღებელია, როგორც – ჩვენთვის,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს