ბორელი ევროკავშირს მოუწოდებს გააძლიეროს თავდაცვის მრეწველობა, გააგრძელოს უკრაინის დახმარება

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა ბლოკს მოუწოდა გააძლიეროს თავდაცვის მრეწველობა და შეავსოს მარაგები, რათა მზად იყოს “პოტენციურ საფრთხეებთან” გასამკლავებლად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელების პარალელურად.
უკრაინას, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დასავლურ, განსაკუთრებით -ის სამხედრო დახმარებაზე, უწევს გამოიზოგოს საბრძოლო მასალები, რუსეთის მხრიდან მზარდად ინტენსიური შეტევის ფონზე.
“მაღალი ინტენსივობის ომის ორი წელიწადის შემდეგ, არსებული მარაგები ამოწურულია და კონფლიქტი მარაგების ომიდან გადაიზარდა წარმოების ომში” – წერს ბორელი 11 მარტით დათარიღებულ წერილში, რომელიც ეხება ევროპის თავდაცვის მრეწველობის სტრატეგიას და რომელიც ევროკომისიას 5 მარტს გააცნეს.
ბორელის განცხადებების ფონზე, ტელეკომპანია CNN-ი დაზვერვის სფეროს წარმომადგენელ, ანონიმურად დატოვებულ ევროპელ წყაროზე დაყრდნობით 11 მარტს იუწყება, რომ სწრაფი ტემპით აწარმოებს სამჯერ მეტ საარტილერიო ტყვია-წამალს, ვიდრე და ევროკავშირი ერთობლივად.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”