სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღებისთვის ბიზნესებს ფინანსური გარანტიის წარდგენა სჭირდებათ. სატენდერო გარანტია დოკუმენტია, რომელიც აზღვევს შემთხვევას, როცა ტენდერში მონაწილე კომპანია, გარკვეული მიზეზებით, ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს.
სწორედ ამ პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს ბანკი ბიზნესებს უზრუნველყოფის გარეშე სატენდერო გარანტიას სთავაზობს. დოკუმენტის წარდგენა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა, ბანკი კი მზღვეველის როლს ითავსებს. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურებს წინასწარ განსაზღვრული მოცულობის ზარალს და ტენდერის გამომცხადებელ ორგანოს კომპენსაციას უხდის.