დაფინანსების წყაროებს ნახავთ ყველა, გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი დაფინანსების წყარო ნამდვილად არ არის, არსებობენ სხვა ადამიანები, ვისაც უნდათ ცვლილება, ვისაც აინტერესებთ შინაარსი, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, მისი პარტია ყველა დასაშვებ შესაძლო კავშირზეა თანახმა „ბიძინა ივანიშვილის“ გასაშვებად.
„ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად სტატისტიკურ ყველა დასაშვებ, შესაძლებელ კავშირებზე ვართ თანახმა, ვინც ამაზე თანახმა არ არის, ის არის ბიძინა ივანიშვილის მოკავშირე, მანდ არის წერტილი“,- განაცხადა გვარამიამ.
კითხვაზე როგორ აპირებს პარტია „ახალი“ „ნაციონალური მოძრაობისგან“დისტანცირებას, გვარამიამ აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი გრავიტაციის ცენტრები, რომლისგანაც დისტანცირებას შეეცდებიან.
„არავისგან დისტანცირებას არ ვაპირებთ, ჩვენთვის მოცემულობითაა ის, რასაც ჩვენ გთავაზობთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის, ვინ ვართ ჩვენ. არ არსებობს არანაირი გრავიტაციის ცენტრები, რომლისგანაც დისტანცირებას ვცდით, იმიტომ რომ ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი ცენტრი იქნება მალე ყველაზე გრავიტაციული.
რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების წყაროებს ნახავთ ყველა, გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი დაფინანსების წყარო ნამდვილად არ არის, არსებობენ სხვა ადამიანები, ვისაც უნდათ ცვლილება, ვისაც აინტერესებთ შინაარსი და ვისაც უნდათ დახმარება იმ პოლიტიკური ძალების, ვის აზრებსაც ისინი ემთხვევიან. დაფინანსება ვერ იქნება ვერაფრის სანაცვლოდ, დაფინანსება შეიძლება იყოს მხოლოდ მხარდაჭერის ფორმით“,- განაცხადა გვარამიამ.