აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა 1-ელ ივლისამდე გაახანგრძლივა

აზერბაიჯანმა პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გაახანგრძლივა.
შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა 2024 წლის 1-ელი ივლისის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა.

ასევე დაგაინტერესებთ