„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ნორიოს გგს-ში რეგულატორის სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ნორიოს გგს-ში რეგულატორის სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს.
„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ნორიოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, აკრიანის ხაზზე რეგულატორის სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 22 ნოემბრის 09:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს – აკრიანსა და მზიურს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, – ნათქვამია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე