„მე ვთვლი, რომ საქართველოდან ექსპორტის ზრდა ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც კარგია” – ზურაბ აბაშიძე

„დიახ, მე ვთვლი, რომ საქართველოდან ექსპორტის ზრდა ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც კარგია”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ახლად დანიშნულმა მრჩეველმა, ზურა აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ს წილი სავაჭრო ბრუნვაში 11.2%-ია, რაც არ არის დიდი.
„დიახ, ვთვლი, რომ საქართველოდან ექსპორტის ზრდა ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში კარგია. ამან მილიარდობით პროდუქციის გატანის საშუალება მოგვცა რუსეთში. რუსეთში მილიარდობით პროდუქცია გავიდა და ეს ფული შემოვიდა”, – განაცხადა აბაშიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა პრემიერის მრჩეველი რუსეთთან ეკონომიკურ დამოკიდებულებაში საფრთხეს, აბაშიძე პასუხობს, რომ რისკები არსებობს, თუმცა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები დივერსიფიცირებულია.
„რისკები არის და ამაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით. ამ რისკებს დიდი ყურადღების მიქცევა უნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენი საგარეო ვაჭრობა დივერსიფიცირებულია. რუსეთის წილი სავაჭრო ბრუნვაში 11.2%-ია, რაც არ არის დიდი. ევროკავშირის ქვეყნებს თუ ავიღებთ, როგორც ერთიან ბაზარს, როგორიც ის რეალურადაა, სამჯერ მეტია სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან, მეორე ადგილზე თურქეთია. ასე რომ ჩემი პასუხი ასეთია, რაც უფრო მეტი ჩვენი პროდუქცია გავა უცხოეთში, მათ შორის რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა აბაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ