ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს შენობაში ხანძარი გაჩნდა.

როგორც Newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ცნობით, ცეცხლი შენობის მეოთხე სართულზე, სხვენში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – კრიმინალის გავრცელება გარდაუვალია, როცა ქვეყანას მართავს კლასიკური მაფია, თავისი დონ კორლეონეთი სათავეში – ჩემი დადებითი და უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია, დავეხმარო საქართველოს