კიევს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია

კიევში აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ჩავიდა.
„დღეს აქ მნიშვნელოვანი გზავნილის გადმოსაცემად ჩამოვედი – აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ახლაც და მომავალშიც“, – წერს იგი X-ში.
ოსტინის თქმითვე, უკრაინაში ყოფნისას ქვეყნის ლიდერებს შეხვდება.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია.
ცოტა ხნის წინ აშშ-ში მიიღეს მორიგი მოკლევადიანი საბიუჯეტო კანონპროექტი, რომლითაც იანვრის შუა რიცხვებამდე აიცილეს თავიდან მთავრობის მუშაობის შეჩერება. თუმცა, ამავე კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული დახმარება უკრაინისთვის – ამ საკითხზე შეთანხმება აშშ-ში ბოლო ხანია, რესპუბლიკური პარტიის ნაწილის ოპოზიციის გამო უჭირთ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება