,, მინდა მივმართო საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლიანი პრეზიდენტის გამზრდელს, თემურ ალასანიას..” – დიმიტრი ხუნდაძე

,,ხალხის ძალის” ლიდერი, თემურ ალასანიას განცხადებას ეხმაურება:
,,დემოკრატიის ცუდ მხარეს გვთავაზობს ს ბიძა ამერიკიდან.
შეუძლებელია თემურ ალასანიამ არ იცოდეს, რომ რუსეთთან საქართველოს ომი საქართველოს სრული ანექსიაა ს მხრიდან. და იქნებ სწორედ ეს სურს? ომისკენ მოუწოდებს სააკაშვილის ბიძა ქართველ ემიგრანტებს უკრაინის ფონზე, სადაც მთელი მსოფლიო ხედავს, როგორ მიიტაცა რუსეთმა უკვე სამი ოლქი და როგორ დაყაბულდა ამას ფაქტობრივად დასავლეთი, რადგან არც ამერიკის სენატმა აღარ გამოუყო დახმარება ზელენსკის მთავრობას და ევროკავშირშიც ეს საკითხი უნგრეთმა ჩააგდო. გამოდის, რომ უნდა შეეგუოს ამ ბედს – დაკარგულ ტერიტორიებს და მხოლოდ ასე შეიძლება მიიღონ ევროკავშირშიც და ნატოშიც.
‼️ყველანი ვხვდებით, რომ და ცხინვალის რეგიონი ყელში აქვთ გაჩხერილი ჩვენს ზოგიერთ პარტნიორს, ეს მათთვის დიდი თავის ტკივილია. ამიტომ, უმჯობესია უკრაინის მსგავსად, საბოლოოდ აჩუქონ რუსეთს და ეს პრობლემა მარტივად მოაგვარონ. ომი რუსეთთან სწორედ ამისთვის უნდათ. როგორც ჩანს, ეს შედის რუსეთის და ასევე, კიდევ სხვების ინტერესებშიც.
‼️მინდა მივმართო საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლიანი პრეზიდენტის გამზრდელს, თემურ ალასანიას: – საუბედუროდ, თქვენ ქართველი ხალხის მოტყუებით ერთხელ შეძელით ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გაანადგურეთ საქართველო. საბედნიეროდ, ისევ ქართველმა ხალხმა წაგართვათ ეს ძალაუფლება და გადასცა ღირსეულ გუნდს, რომლისთვისაც სამშობლო უპირატესია. სანამ საქართველოს მშვიდობიანი ისტორია წარმატებით იწერება, თქვენ ვეღარასდროს მოახერხებთ ისევ ტყუილებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, თქვენი სისხლიანი რეჟიმი წარსულს ჩაბარდა.
‼️რაც შეეხება აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, აუცილებლად დავიბრუნებთ მშვიდობით და არა ომით, სიყვარულით და არა სიძულვილით. დიახ, ესეც შესაძლებელია გონივრული პოლიტიკით და თუ როგორ, ამას მალე ნახავთ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას – ვერიფიკაციაგავლილი ამომრჩევლების სია და ხმის მიცემის აპარატებში არსებული ინფორმაცია, მძევლად ჰყავს აყვანილი

თამარ კორძაია – ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს სააპელაციო სასამართლო მიიღებს, იქნება იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ქვეყანას მართავს თანამედროვე კომუნისტური პარტია