ქვეყნები, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა – ტოპ 10

2023 წლის განმავლობაში საქართველომ 1.6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა, რამაც 392 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თანხა 2022 წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.
ბრიტანეთი ყოველწლიურად ხვდება საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში, რადგანაც უმსხვილესი ქართული საფინანსო ინსტიტუტები იურიდიულად ბრიტანულ კომპანიებს წარმოადგენენ და მათი ოპერაციები FDI-ში აღირიცხება. ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ნიდერლანდები, რაც ასევე განპირობებულია იმით, რომ იურიდიულად არაერთი მსხვილი ქართული კომპანია ნიდერლანდებში არის რეგისტრირებული. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულში ასევე შედის მალტაც, რაც ოფშორულ ზონას წარმოადგენს. ინვესტორ ქვეყნებს შორისაა ც, თუმცა 2023 წელს რუსული ინვესტიციების მოცულობა 2022 წელთან შედარებით შემცირდა.
ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 630.1 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი 291.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე – ტრანსპორტის სექტორი 138.2 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).